საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020718
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №63

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „თბილისი სითს“ (ს/კ: №405034537) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, გუდიაშვილის ქუჩა №2-ის (ყოფ. კეცხოველის ქ. №8) მიმდებარედ არსებული 307 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.15.04.026.010), შპს „თბილისი სითის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გუდიაშვილის შესახვევში მდებარე 22 მ სიგრძის საავტომობილო გზის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.02.173) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „თბილისი სითი“ დაფარავს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 დეკემბრის №007276915 და 2015 წლის 30 დეკემბრის №007885815 დასკვნებით დადგენილ, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (258421 (ორას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას ოცდაერთი) ლარს), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №63. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020718.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №63, 18.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020718 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3178613/