სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1993
2016 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიტშემცველი ტექნოგენური ნარჩენების მოსაპოვებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში,განახორციელოს ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ირში არსებული ხიდისა („ხვედიანის ხიდი“) და სოფლიდან ხიდამდე მისასვლელი 500-მეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“?
- „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ მიღებულია 30.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1993. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022320.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“, №1993, 30.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022320 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3412553/