სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№570
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №570

2016 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე, სასარგებლო წიაღისეულის (კვარცი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის დადგინდეს შემდეგი მოთხოვნები:

1. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. დომბურულას ხეობაში, სასარგებლო წიაღისეულის (კვარცის) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 (სამი) წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) უზრუნველყოს შესწავლის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 20 ადამიანის) დასაქმება;

გ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან შესწავლის პერიოდში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;

დ) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული თანხის ხარჯვის ანგარიშს;

ე) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

ვ) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

ზ) ხელი არ შეუშალოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

თ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსური ათვისება;

ი) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ და დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა (ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის, კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე. წარდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

2. სახელმწიფო უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სალიცენზიო ფართობის გეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი