საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2472
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024843
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2472

  2017 წლის 27ნოემბერი

ქ. თბილისი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 8900 კბ.მ ინერტული მასალა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:    

 ა) სოფ. ქვემოხევის მიმდებარე ტერიტორია − 2000 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

ბ) სოფ. ლიჩის მიმდებარე ტერიტორია − 2000 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

 

 

გ) სოფ. ხვანის მიმდებარე ტერიტორია  − 1000  კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

 

 

დ) სოფ. სარეკის მიმდებარე ტერიტორია − 3900 კბ.მ ღორღი:

 

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი −  საჩხერის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 1 413 (ერთი ათას ოთხას ცამეტი) ლარის გადახდა.

3. საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. საჩხერის  მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი.