სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“)შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის
განკარგულება №296
2017 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ
 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტების საფუძველზე:
1. სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასი (ჭაბურღილები: №143, №144 და №39 ) განისაზღვროს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის ( მინერალური წყალი „ზანავი“) შესწავლა- მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს შემდეგი სახის დამატებითი სალიცენზიო პირობები:
ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ა.ა) ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წია­ღისეულის რესურ­სი, გამოთვალოს წყლის მარაგები და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში;
ა.ბ) მარაგების დამტკიცების შემდეგ დამტკიცებული მარაგების ფარგლებში აითვისოს საბადოს მთლიანი რესურსი;
ა.გ) ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით, განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია;
ა.დ) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) მოქალაქის დასაქმება;
ა.ე) მარაგების დამტკიცებიდან 3 წლის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნითა და მის მიერ დადგენილ ვადებში, განახორციელოს 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება;
ა.ვ) ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ერთი მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელებას.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ზანავი“) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის №1494 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი