საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2396
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2396

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა:

ა) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ (პროგრამული კოდი: 35 01 05) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 6 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 697 ლარით; 

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა  საგრანტო პროექტის − „საქართველოში ოჯახში ძალადობის  შემცირება“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 5 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 2 397 ლარით;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა  საგრანტო პროექტის − „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 1 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 1 982 ლარით;

დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა საგრანტო პროექტის − „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 4 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 1 148 ლარით;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა საგრანტო პროექტის − „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 3 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 717 ლარით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის №2163 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი