შპს „შოდაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №640
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „შოდაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:
ა) მიეცეს თანხმობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ–გარემოს ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიტანოს ცვლილება შპს „შოდაზე“ (ს/კ: 437976077) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების№101057 ლიცენზიაში და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის („მუხლი-წესის“ თაბაშირ-ანჰიდრიტი) ოდენობა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილ პერიოდში (2030 წლის 6 აგვისტომდე) განსაზღვროს 50 000 ტონის მოცულობით;
ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია,სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 10 000 (ათ ი ათასი)ლარი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი