შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №225
2014 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე
1. საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 კვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 250 მმ მილსადენის მშენებლობის მიზნით, შპს „მაქსანია 2014“-ს (ს/კ 442729077) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 754,16 კვ.მ ფართობით (წალენჯიხის სატყეო უბნის ჯვრის სატყეოს კვარტალ №13-ის ლიტ. №5-ში - 58 კვ.მ; ლიტ. №14ა-ში – 109 კვ.მ; კვარტალ №35-ის ლიტ. №2-ში – 117 კვ.მ და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში – 470,16 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა განესაზღვროს 49 წლამდე.
2. შპს ,,მაქსანია 2014“ ვალდებულია, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწის ფართობზე სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“?
- „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 10.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №225. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016643.
- სად არის „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე“, №225, 10.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016643 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2251119/