„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№605
2008 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 410 000 (ოთხას ათი ათასი) ლარი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (თ. მარტიაშვილი) - 690 100 (ექვსას ოთხმოცდაათი ათას ასი) ლარი.
2. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანისა და რეზერვისტთა კვებით უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესყიდული საქონლისა და მომსახურების გადაცემა, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანისა და რეზერვისტთა კვებით უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლისა და მომსახურების გადაცემა განახორციელონ გამარტივებული წესით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ჰუმანიტარულ და სხვა სახის დახმარებაზე, შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) უნდა გააფორმონ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტი.“.
2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე