„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№752
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№752

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 ოქტომბრის №665 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნ­ქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბი­უ­ჯე­ტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობე­ბის რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით მუნიციპალიტეტების გამგეობებს გამოუყოს 10 161 500 (ათი მილი­ონ ას სამოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 3 633 500 (სამი მილიონ ექვსას ოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარი;

ბ) გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 6 178 000 (ექვსი მილიონ ას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი;

გ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი