შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1074
2014 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისაგანგათავისუფლებისთაობაზე
1. ,,სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისგაცემისწესისადაპირობებისშესახებდებულებისდამტკიცებისთაობაზე“ საქართველოსმთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებითდამტკიცებულიდებულების 74 მუხლისსაფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ12+400 და კმ31+259 მონაკვეთის სამშენებლო სამუშ ა ოების განსახორციელებლად,შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“გათავისუფლდესსასარგებლოწიაღისეულის (სამშენებლო მასალები) მოპოვებისლიცენზიისაგან სამი თვისვადით და მიეცეს უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტ ი ს სოფ ელხუცუბანის მიმდებარე ტერიტორი აზე მოიპოვოს 288 000 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგ ი X დაYკოორდინატებისსაზღვრებში:
2. შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის;
გ) მოპოვებული 288 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 20 000 მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ჩაყაროს ქობულეთის სანაპიროს აღნიშნული X-730325 და Y-4633262 კოორდინატების ფარგლებში (ქ. ქობულეთში სასტუმრო „სანაპიროს“ მიმდებარედ, ნაპირდამცავ დეზებთან);
დ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 50 087 (ორმოცდაათი ათას ოთხმოცდაშვიდი) ლარის გადახდა.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შპს-ს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ჩაეთვალოს „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 დეკემბრის №2138 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებად.
4. შპს - ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ ამ განკარგულებით ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. შპს-მ „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 16.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1074. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017246.
- სად არის „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №1074, 16.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017246 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2378118/