„შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2138
2013 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გა ნ თავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის – კმ12+400 და კმ31+259, სამშენებლო სამუშ ა ოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ (ს/კ 404859122) გა ნ თავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ქობულეთის მუნიციპალიტეტ ი ს სოფ. ზედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 395 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
2. შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;
გ) მოპოვებული 395 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 10000 მ3 გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ჩაყაროს ქობულეთის სანაპიროს აღნიშნულ X-730325 და Y-4633262 კოორდინატების ( ქ. ქობულეთ ში, სასტუმრო „სანაპიროს“ მიმდებარედ, ნაპირდამცავ დეზებთან ) ფარგლებში;
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოს განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში;
ე) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 68 696(სამოცდარვა ათას ექვსას ოთხმოცდათექვსმეტი ) ლარის გადახდა.
3.შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ ლიცენზიისგან განთავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამ ხ ედველობის დეპარტამენტი).
4 . შპს-მ „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბა შვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე?
- „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე მიღებულია 20.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2138. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016410.
- სად არის „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან განთავისუფლების თაობაზე, №2138, 20.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2197138/