შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№237
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016651
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №237

2014 წლის 1 3 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­ სი­ სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“საქარ­ თველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამ­ ტკი­ცე­ბული დებულების (შემდგომში  –  დებულება) 74  მუხლის პირველი და 11 პუნქტების საფუძველზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდი­ნარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე , ჰიდროელექ­ტროსად­გუ­რე­ბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგური „შუ­ა­ხევიჰესის“ სამშენებლო სამუშ ა ოების შეუფერხებლად განსახორციე­ლებ­ლად, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (ს/კ 404401438) გათავისუფლდეს  სა­ სარ­ გებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და განახორციელოს:

ა) ხულოს მუნიციპალიტეტ ი ს სოფ. წაბლანას მიმდებარე ტერიტო­რი­აზე 42600მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა – ხრეში) მოპოვება შემ­ დეგ ი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

ბ) ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. დიდაჭარას მიმდებარე ტერი­ტო­რიაზე 15000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა – ხრეში) მოპოვება შემ­ დეგ ი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

2.  შპს„აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ­სე­ბის დაცვის სამინისტროს სსიპ  –  გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბა­ მი­ სი დასკვნ ებ ით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სა­ხელმწიფო ბიუჯეტში:

გ.ა) 7409 (შვიდი ათას ოთხას ცხრა) ლარის გადახდა განკარგუ­ლების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტი­სა­თვის;

გ.ბ) 2609 (ორი ათას ექვსას ცხრა) ლარის გადახდა განკარგულების პირ­ველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტისათვის.

3.შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფ­ლე­ბის საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობ­რი­ვად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გა­რემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ  –  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დე­პარტამენტმა (შემდგომში  –  გარემოსდაცვითი ზედამ ხ ედველობის დე­პარტამენტი).

4 . შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპო­ვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედა­ მ­ ხედ­ ველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუ­ნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ – მინისტრი                  ი . ღარიბაშვილი