შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1510
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1510

2013 წლის 3 0 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი-2007“- ი ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­ სი­ სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე” სა­ ქა­ რ­ თ­ ველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს № 136 დადგენილებით და­მ­ ტ­ კი­ცე­ბული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, აჭარის რეგიონ ­ში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტთან დაკა ­ვშირე ­ბუ ­ლი სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზ ­ნით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 2455 91426) გათავისუფლდეს სასა­რ­გე­ბლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხე ­ლ ­ვ ­აჩაურის მუნიციპალიტეტ ი ს სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტო ­რია ­ზე , მდინარე ჭოროხზე, განახორ­ცი­ე­ლოს 70 000 მ3 სასარგებლო წიაღისე ­უ ­ლის – ტუფობრექჩია (საშენი მასალა) მოპოვება შემდეგ X და Y კო­­ორ­დი­ნა­ტების საზღვრებში:

 

X

Y

1

726427

4599754

2

726425

4599834

3

726458

4599872

4

726542

4599876

5

726556

4599853

6

726556

4599834

7

726534

4599803

8

726495

4599779

9

726494

4599768

10

726476

4599762

11

726465

4599751

 

 

S = 1,18

WGS 1984

 

2.  შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა უზრუნველყო ს საქართველოს გარე ­მო ­სა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „აჭარ ენერჯი-2007“  ვალდებულია მოპოვებული სასარ ­გე ­ბ ­ლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვა ­ლი ­სწინებული მიზნებისათვის.

4. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სა ­ქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გა ­და ­ხ ­და.

5.შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ლიცენზიისგან გათავისუ ­ფლე ­ბის საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობ ­რი ­ვ ­ად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარე ­მო ­სა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქ ­ვე ­უწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპა ­რ ­ტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დე ­პა ­რ ­ტა ­მენტი).

6. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა სასარგებლო წიაღისეულის მოპო ­ვე ­ბის ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხე­დ­ველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუ ­ნე ­ბრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

7. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №992 განკარ ­გუ ­ლე ­ბის („შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპო ­ვე ­ბის ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“) მე-3 პუნქტით დადგე ­ნი ­ლი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარ­ტა­­მენტის შესაბამისი აქტით.

პრემიერ-მინისტრი                               ბ. ივანიშვილი