შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1710
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017693
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1710

2014 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს ,,მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და განახორციელოს:

ა) 8 048 (რვა ათას ორმოცდარვა) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ივანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1.

446206

4604832

2.

446187

4604813

3.

446123

4604819

4.

446069

4604863

5.

446048

4604938

6.

446118

4604921

S=1.0 ჰა

WGS 84

                    8 048 მ3

 

ბ) 173 935 (ას სამოცდაცამეტი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი) მ3 ვულკანური წიდის მოპოვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი ხულგუმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1.

405603

4595462

2.

405574

4595436

3.

405635

4595344

4.

405749

4595149

5.

405769

4595309

  S=2.05ჰა

WGS 84

   173 935 მ3

 

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად.

4. „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №420 განკარგულების შესაბამისად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ 8 048 (რვა ათას ორმოცდარვა) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის გადახდილი 10 000 (ათი ათასი) ლარი და 193 135 (ას ოთხმოცდაცამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) მ3 ვულკანური წიდის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის გადახდილი 10 000 (ათი ათასი) ლარი ჩაითვალოს კომპანიის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის დადგენილი თანხის (20 000 ლარი) გადახდილად.

5. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.

6. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი