შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1115
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში, მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოების შემჭიდროვებულ ვადებში დასრულების მიზნით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და განახორციელოს:
ა) 20 000 (ოცი ათასი) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ივანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1. | 446206 | 4604832 |
| 2. | 446187 | 4604813 |
| 3. | 446123 | 4604819 |
| 4. | 446069 | 4604863 |
| 5. | 446048 | 4604938 |
| 6. | 446118 | 4604921 |
| S=1.0 ჰა | ||
| WGS 1984 | ||
| 20 000 მ3; | ||
ბ) 202 895 (ორას ორ იათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) მ3 ვულკანური წიდის მოპოვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი ხულგუმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1. | 405603 | 4595462 |
| 2. | 405574 | 4595436 |
| 3. | 405635 | 4595344 |
| 4. | 405749 | 4595149 |
| 5. | 405769 | 4595309 |
| S=2.05 ჰა | ||
| WGS 84 | ||
| 202 895 მ3. | ||
2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ‑ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:
ა) 20 000 (ოცი ათასი) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა;
ბ) 202 895 (ორა სორი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) მ3 ვულკანური წიდის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
5. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში შესაბამის ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ.
6. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი