შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№750
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№750

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

შპს  „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“  სასარგებლო  წიაღისეულის  მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე,  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შემჭიდროვებულ ვადებში დასრულების უზრუნველსაყოფად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 400 000 (ოთხასი ათასი) მ3 საშენი მასალა ( ანდეზიტო-ბაზალტი ს ღორღი) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. მურჯახეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

372780

4579011

2

372933

4579003

3

373066

4578949

4

373131

4578753

5

373208

4578593

6

373177

4578444

7

373193

4578335

8

373111

4578333

9

373064

4578420

10

373108

4578554

11

373103

4578652

12

373036

4578810

13

372961

4578838

14

372879

4578838

15

372842

4578820

16

372777

4578885

17

372765

4578954

S= 9,26 ჰა

WGS 1984.

         

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3.  შპს  „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“  ვალდებულია:

ა) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე  მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                        ი . ღარიბაშვილი