შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №868
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (ს/ნ: 204522436) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. მურჯახეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3-მდე საშენი მასალა (ანდეზიტო-ბაზალტი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 372780 | 4579011 |
| 2 | 372933 | 4579003 |
| 3 | 373066 | 4578949 |
| 4 | 373131 | 4578753 |
| 5 | 373208 | 4578593 |
| 6 | 373177 | 4578444 |
| 7 | 373193 | 4578335 |
| 8 | 373111 | 4578333 |
| 9 | 373064 | 4578420 |
| 10 | 373108 | 4578554 |
| 11 | 373103 | 4578652 |
| 12 | 373036 | 4578810 |
| 13 | 372961 | 4578838 |
| 14 | 372879 | 4578838 |
| 15 | 372842 | 4578820 |
| 16 | 372777 | 4578885 |
| 17 | 372765 | 4578954 |
| S = 9.26 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 27 826 (ოცდაშვიდი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 04.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №868. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.023621.
- სად არის „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №868, 04.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023621 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3667086/