შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1888
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-8–მე-10 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის – ქ. ბათუმში ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ (ს/ნ: 405170149) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის მიმდებარედ მოიპოვოს 24 330 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
|
№ |
X |
Y |
|
1 |
730837 |
4602779 |
|
2 |
730655 |
4602835 |
|
3 |
730585 |
4602897 |
|
4 |
730618 |
4602916 |
|
5 |
730688 |
4602900 |
|
6 |
730862 |
4602844 |
|
S = 17430 მ2 |
||
|
WGS 1984. |
2. შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) წიაღითსარგებლობის ობიექტზე წიაღისეულის მოპოვება განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4231 ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი