შპს„აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1921
2016 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობას, სოფლების - წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2015 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, „შუახევი ჰესის“ პროექტის განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან ერთი წლის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიჭაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 46 984 (ორმოცდაექვსი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 260419 | 4614526 |
| 2 | 260492 | 4614527 |
| 3 | 260568 | 4614511 |
| 4 | 260598 | 4614500 |
| 5 | 260614 | 4614440 |
| 6 | 260626 | 4614414 |
| 7 | 260691 | 4614332 |
| 8 | 260713 | 4614295 |
| 9 | 260727 | 4614278 |
| 10 | 260728 | 4614245 |
| 11 | 260686 | 4614278 |
| 12 | 260606 | 4614363 |
| 13 | 260537 | 4614413 |
| 14 | 260515 | 4614423 |
| 15 | 260485 | 4614457 |
| 16 | 260441 | 4614483 |
| S = 2,35 ჰა | ||
| WGS -1984. |
2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დებულების 74 მუხლის 22 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებული თანხის - 70 476 (სამოცდაათი ათას ოთხას სამოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი