შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1105
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავ რ ობის

განკარგულება №1105

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანი ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობლო გზის კმ117-119  მონაკვეთის (კვარიათი-სარფი) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისაგან დაცვისა და ფერდობთა გამაგრების სამუშაოების განსახორციელებლად, ასევე, ქ. ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ადლიის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3თვის ვადით და მიეცეს უფლება,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 370 000 (სამას სამოცდაათი ათასი) მ3 სამშენებლო მასალა (ტუფობრექჩია),  შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

N

X

Y

1

726573

4599952

2

726528

4599948

3

726521

4599913

4

726567

4599846

5

726645

4599896

S = 0,74 ჰა

WGS 1984.

 

2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა,  ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3.შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამ ხ ედველობის დეპარტამენტი).

4 . შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                             ი .  ღარიბაშვილი