შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1986
2015 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ აჭარის რეგიონში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245591426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 30 000 (ოცდაათი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეული (ტუფობრექჩია) შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1. | 726427 | 4599754 |
| 2. | 726425 | 4599834 |
| 3. | 726458 | 4599872 |
| 4. | 726542 | 4599876 |
| 5. | 726556 | 4599853 |
| 6. | 726556 | 4599834 |
| 7. | 726534 | 4599803 |
| 8. | 726495 | 4599779 |
| 9. | 726494 | 4599768 |
| 10. | 726476 | 4599762 |
| 11. | 726465 | 4599751 |
| S=1,18 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის;
გ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის 30 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ტუფობრექჩია) ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა − 228 814 (ორას ოცდარვა ათას რვაას თოთხმეტი) ლარის ოდენობით.
4. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 14.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1986. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019942.
- სად არის „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №1986, 14.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019942 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2986117/