შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№992
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 30/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№992

2013 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს № 136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245 5 91 426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ ში , სოფ. აჭარისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. ჭოროხისა და მდ. აჭარისწყლის შესართავთან, განახორ­ცი­ე­ლოს 200 000 (ორასი ათასი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგ X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

                                                                              

 

 

 

 

 

                              

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა უზრუნველყო ს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია, მოპოვებული 200 000 მ3 სასარგებლო წიაღისეულიდან 100 000 მ3 გამოიყენოს მხოლოდ სამშენებლო პროექტით (ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა) გათვალისწინებული მიზნებისათვის, ხოლო 100 000 მ3 - გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ჩაყაროს შემდეგ X-715542 და Y-4610716 კოორდინატების ფარგლებში.

4. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მა უზრუნველყ ოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გა­დახ­­და ერთი თვის ვადაში.

5. შპს „აჭარ ენერჯი-2007“-მ ა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში შესაბამის ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის რაოდენობის შესახებ.

6 . შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული, სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი