შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №421
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს #136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგური „შუახევიჰესი ს“ მშენებლობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების ლიცენზიისგან 3თვის ვადით და მიეცეს უფლება, შუახევის მუნიციპალიტეტში, მდ.აჭარისწყალის ჭალა-კალაპოტში, განახორციელოს 24 150(ოცდაოთხიათას ასორმოცდაათი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგXდაY კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 264098 | 4612680 |
| 2 | 264150 | 4612680 |
| 3 | 264192 | 4612668 |
| 4 | 264243 | 4612625 |
| 5 | 264256 | 4612696 |
| 6 | 264260 | 4612635 |
| 7 | 264247 | 4612689 |
| 8 | 264231 | 4612646 |
| 9 | 264203 | 4612689 |
| 10 | 264185 | 4612641 |
| 11 | 264164 | 4612699 |
| 12 | 264133 | 4612638 |
| S= 1.61 ჰა | ||
| WGS -1984 | ||
2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული 24 150 მ3 სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის;
გ)უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 200 (ოთხიათას ორასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
3. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი