სს „თიბისი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№480
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 15/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №480

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

სს „თიბისი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სს „თიბისი ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 204854595) იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული ფართობიდან ნულოვან სართულზე (Ground Floor) განთავსებული 81.70 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი (ე.წ. ქეშ დესკების სივრცე) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან 5 წლის ვადით, სრული საიჯარო ქირით – 1 ლარი.

2. საიჯარო პირობად განისაზღვროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში სააგენტოს მიერ მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე 137 256 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ორას ორმოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო საიჯარო ვადის მე-3 წლიდან საიჯარო ვადის დასრულებამდე ყოველთვიურად 5 719 (ხუთი ათას შვიდას ცხრამეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური