სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №479
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სს „ლიბერთი ბანკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 203828304) იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული ფართობიდან ნულოვან სართულზე (Ground Floor) განთავსებული 35.63 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი (ე.წ. ქეშ დესკების სივრცე) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №2-ში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 28145 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.03.003.010) განთავსებული შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან 5 წლის ვადით, სრული საიჯარო ქირით – 1 ლარი.
2. საიჯარო პირობად განისაზღვროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან 10 კალენდარულ დღეში სააგენტოს მიერ მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე 59 860.03 (ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცი მთელი, სამი მეასედი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო საიჯარო ვადის მე-3 წლიდან საიჯარო ვადის დასრულებამდე ყოველთვიურად 2 494.17 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი მთელი, ჩვიდმეტი მეასედი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 15.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ლიბერთი ბანკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №479, 15.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2287555/