შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №249

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველო სათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარისფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველო ს“იჯარის ფორმით გადასცესსახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მდებარე31547 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №39.05. 22.005) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 17 000ლარი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში – 4 250 ლარი;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში – 4 250 ლარი;

გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში – 4 250 ლარი;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში – 4 250 ლარი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                              ნ . გილაური