შპს „როიალ 2009“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№364
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №364

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „როიალ 2009“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) სსიპ – თბილისის №175 საჯარო სკოლას, რომ შპს „როიალ 2009“-ს იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლების III მ/რ-ში მდებარე სსიპ – თბილისის №175 საჯარო სკოლის შენობაში არსებული საცურაო აუზი, საერთო ფართობით 183 კვ.მ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 2440 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად);

ბ) სსიპ – თბილისის №186 საჯარო სკოლას, რომ შპს „როიალ 2009“-ს იჯარის ფორმით გადასცეს ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, ი.პეტრიწის ქ. №8ბ-ში მდებარე სსიპ – თბილისის №186 საჯარო სკოლის შენობაში არსებული საცურაო აუზი, საერთო ფართობით 227,5 კვ.მ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 წლის ვადით, თვიური საიჯარო ქირით 335 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდეს კვარტალურად, მომდევნო კვარტალის დასაწყისის 5 რიცხვამდე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

3. სსიპ – თბილისის №175 საჯარო სკოლასა და სსიპ – თბილისის №186 საჯარო სკოლას დაევალოთ ამ განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური