შპს „თეისთისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1088
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1088

2013 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „თეისთისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „თეისთის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205227958) იჯარის ფორმით გადასცეს ქალაქ თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში მდებარე, შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე არსებული 2643.93 კვ.მ-დან 385 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.18.05.002.078) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 2 300 (ორი ათას სამასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად.

2. ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნიდან არა უმეტეს ორი კვირის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                             ბ. ივანიშვილი