შპს „ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №210
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
შპს „ენერგიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ენერგიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 401950037) საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 456 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №74.01.16.020).
2. საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგიას“ შორის 2011 წლის 17 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ლარსი ჰესის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთანავე, შპს „ენერგია“ ვალდებულია მიმართოს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთიდან იმ ფართობის გამიჯვნის მოთხოვნით, რომელიც არ გამოიყენება ჰესის ექსპლუატაციისათვის.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ იმ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, რომელიც არ გამოიყენება ჰესის ექსპლუატაციისათვის, გამიჯვნის შემდეგ წყდება აღნაგობის უფლება.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი