სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1011
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1011

2013 წლის 3 1 ივლისი

ქ. თბილისი

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“(საიდენტიფიკაციო კოდი 211324468) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით, ყოველთვიური ქირით 1 500 (ათას ხუთასი) ლარი, გადასცეს ქალაქ თბილისში, ხევძმარის ქუჩა №1-ში სახელ მწიფო საკუთრებაში არსებული 7490 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.11.12.022.004).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემ ა ვალ მა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ მა სააგენტო მ განკარგულების შესრულების მიზნით გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 პრემიერ-მინისტრი                                                             ბ . ივანიშვილი