შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №225
2013 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204885044) საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ურბან-ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 მაისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალის–წინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადით, წლიური ქირით - 6 200 ლარი, გადასცეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 63 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №60.09.32.118).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს განკარგულების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი