საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ურბან-ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 მაისს დადებულ მემორანდუმში დამატების დადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №96
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ურბან-ენერჯის“ შორის 2007 წლის 29 მაისს დადებულ მემორანდუმში დამატების დადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები დამატების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მემორანდუმში დამატებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი