სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2784
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020603
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2784

2015 წლის 25 დეკემბერი

 ქ. თბილისი

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა  საქრუსენერგოს“ (ს/კ: №211324468), იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით -  5 000 (ხუთი ათასი) ლარად გადასცეს ქალაქ თბილისში, იური გაგარინის ქუჩა №24-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ანტრესოლის სართული, ფართით - 1024.64 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.11.002.004.01.500). 

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრის                                ირაკლი ღარიბაშვილი

მოვალეობის შემსრულებელი