სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1685
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1685

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს , რომ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ (ს/კ №230866435) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე წლიური საიჯარო ქირით 12090 (თორმეტი ათას ოთხმოცდაათი) ლარად.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ი. ღარიბაშვილი