სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№853
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №853

2016 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა №54-54ა-ში მდებარე 2470 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართით – 94.40 კვ.მ) და №2 (საერთო ფართით – 83.34 კვ.მ) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.11.001.022), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, იჯარის უფლებით, ყოველთვიური საიჯარო ქირით - 5 000 (ხუთი ათასი) ლარად, გადასცეს შპს  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ (ს/კ: 202352514).

2. ამ განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულებით განისაზღვროს, რომ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობის დაწყების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ შეტყობინების გაგზავნა მიიჩნევა ამავე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლად. შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ვალდებულია, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) თვის ვადაში გამოათავისუფლოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.05.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №853. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021353.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №853, 18.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021353 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3290307/