შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №422
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №01/15/05/47/006) მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე“ შემდეგი პირობებით:
ა) თბილისის №1 საჯარო სკოლისათვის აშენდეს და კეთილმოეწყოს სულ ცოტა 500 კვ. მ ფართობის სპორტული დარბაზი გასახდელებითა და საშხაპეებით;
ბ) დაკმაყოფილდნენ თაბუკაშვილის ქ. №50-ში მცხოვრებნი იმავე ფართობითა და პირობებით;
გ) მიწის ქვეშ მოეწყოს საზოგადოებრივი ფასიანი ავტოსადგომი, რომლის ერთი სართული იჯარის უფლებით გადაეცეს საქართველოს პარლამენტს.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო ნომერი №01/15/05/47/006) მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე”.
3. განკარგულების პროექტი წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს და ეთხოვოს მას მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პირობებით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2007.
- როდის იქნა მიღებული „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“?
- „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“ მიღებულია 16.08.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №422. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „კაპიტალ ვოსტოკისათვის“ ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, პირველ საშუალო სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის 3723 კვ. მ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემად წარდგინების თაობაზე“, №422, 16.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2224851/