სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№659
2010 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მ. სააკაშვილი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს:
ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;
ბ) მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს;
გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს;
დ) წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
3. ამ წესით არ განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი.
4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს აღნიშნული ქონების ნარჩენ საბალანსო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო წილების და აქციების პრივატიზებისას – ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.
5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ “სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:
ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის საფუძველზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმატიული ფასი.
3. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ აღნიშნული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
მუხლი 3. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება:
ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;

გ) მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
2. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურს, ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, განსაზღვრავს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, ხოლო თუ მოძრავი ნივთი სარგებლობაში არ არის გადაცემული – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
3. თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გამოტანილი მოძრავი ნივთის პრივატიზება, განმეორებით აუქციონზე მისი საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ მოძრავი ნივთი ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.
მუხლი 4. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5. წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. წილების და აქციების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას წილების და აქციების საპივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №659

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.09.2012.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №659. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.09.2012-დან.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №659, 19.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1024376/