"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №873
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №102, მუხ. 1526) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 . სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესი
1. სახელმწიფო ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5 პროცენტის ოდენობით.
2. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით.“.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №873. სარეგისტრაციო კოდი — 040110030.08.002.016041.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №873, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.08.002.016041 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1070426/