შუახევის მუნიციპალიტეტში 5 კმ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №95

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

შუახევის მუნიციპალიტეტში 5 კმ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად:

1. შუახევის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის – 5 კმ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით შპს „სანალიას“ მიეცეს უფლება, გარემოდან ამოიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ოლადაურის სატყეოში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეები.

2. შპს „სანალია“ ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური