საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №153
2008 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
1. განხორციელებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსაკუთრებული და სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვების გამარტივებული წესით გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით:
„წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის“ მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის (წყვეტა: დმანისი – წალკა პკ 274+300 – პკ 274+472, წყვეტა: წალკა – ახალქალაქი პკ 95+18 – პკ 96+58 და წყვეტა: წალკა – ახალქალაქი პკ 171+00 – პკ 171+300);
„წითელი ხიდი – წალკა – ალასტანი – ახალქალაქის“ გაზსადენის ახალი 5,5 კმ სიგრძის მონაკვეთის (192,5 კმ-დან 198,0 კმ-მდე) მშენებლობისათვის;
ქუთაისი – სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციისათვის 30-32 კმ-ზე;
ყარადაღ – თბილისის დ=500 მმ მაგისტრალური გაზსადენის მდ. მტკვრის საჰაერო გადასასვლელის (471.8 კმ. – 473.3 კმ.) რეკონსტრუქციისათვის;
მაგისტრალური გაზსადენის „გარდაბანი – ნავთლუღის“ მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის;
რუსთავი – თელავის მაგისტრალური გაზსადენის საგარეჯოს განშტოებისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციისათვის (აღდგენისათვის);
ზესტაფონის რაიონში „დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის“ ბაქო-სუფსის მონაკვეთის რეკონსტრუქციისათვის.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 24.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №153. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენის გადაუდებელ სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“, №153, 24.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2106730/