იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№851
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №851

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 04) 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო მომსახურებათა და დეფექტური აქტების შედგენის ხარჯების ასანაზღაურებლად.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                  ნ. გილაური