სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №266
2010 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 04) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი მიმართოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საექსპერტო დასკვნების, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური