ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №167
2013 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად, შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს შუახევის სატყეო ადმინისტრაციის სოფელ ახალდაბის მიმდებარედ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ შუახევის სატყეო უბანში აღრიცხული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 229 ძირი მუხის ჯიშის ხე.
2. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“:
ა) ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების სანაცვლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.02.2013.
- როდის იქნა მიღებული „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“?
- „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 15.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №167. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასთვის“ ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №167, 15.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2207364/