შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2437
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2437

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს №1697 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისთვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სამშენებლო სამუშაოების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა განსაზღვროს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური