შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №555
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ ქ. ქუთაისში მშენებარე საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის, მთავრობის სახლისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გარე ელექტრომომარაგების მოწყობის, საპროექტო და სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა განსაზღვროს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ხოლო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება ეთხოვოს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მერიას.
3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში მშენებარე საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის, მთავრობის სახლისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გარე ელექტრომომარაგების მოწყობის, საპროექტო და სხვა სახის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 28.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №555. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №555, 28.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2283754/