შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1040
2012 წლის30მაისი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო პროგრამის ფარგლებში შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების განხორციელება:
ა) ქ. ახალციხეში „ახალი ციხის“ გარე ელექტრომომარაგების სამუშაოები და სატრანსფორმატორო პუნქტის მოწყობა;
ბ) წყალტუბოს რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღნიშნული კომუნიკაციების მიწის ქვეშ ჩატანის სამუშაოების განხორციელება;
გ) კუმლისციხესა და გუდაურში ცენტრალური გზის გასწვრივ გაზის მილების მიწაში ჩადება და ამორტიზებული მონაკვეთების რეაბილიტაცია;
დ) სეთურებში არსებული ქვესადგურიდან ახალი გუდაურის ელექტრომომარაგებისათვის საჭირო ახალი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;
ე) ახალ გუდაურში ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის (2000 კვ ) მოწყობა;
ვ) კუმლისციხესა და გუდაურში სატრანსფორმატორო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2012.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 30.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1040. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1040, 30.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2315983/