შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2626
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2626

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა)იპ –მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას შორის 2007 წლის 19 ოქტომბერს გაფორმებული, №17 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შესახებ.

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელოს სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე.

3. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დატკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდეს აღნიშნული წესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური