საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195

2013 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გან სა ხორციელებ ელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად , „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სათვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი – 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს შემდეგი სახელმწიფო შესყიდვები:

ა) „არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

ბ) ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის“ ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

გ) ,,საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

დ) „ინტელექტის დღის“ განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

ე) „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2013 წელს დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე ექსპერტების/სპეციალისტების მომსახურების შესყიდვები.

2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მ უზრუნველყოს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად შესყიდული მოძრავი ნივთების საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შედეგად შესყიდული მოძრავი ნივთების შესაბამისი ორგანიზაციებისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების თანახმად.

პრემიერ‑ მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 21.02.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №195. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №195, 21.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2208933/