შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1104
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017300
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავ რ ობის

განკარგულება №1104

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი - ფოთი (ასაქცევი) - სარფის საავტომობლო გზის კმ117-119 მონაკვეთის (კვარიათი-სარფი) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისაგან დაცვისა და ფერდობთა გამაგრების სამუშაოებისა და ქ. ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ადლიის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სასარგებლო წიაღისეულის (სამშენებლო მასალა) მოპოვების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 110 (ას ათი) ინდივიდი ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill) და 16 (თექვსმეტი) ინდივიდი კაკლის ხე (Juglans regia L.).

2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:

ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                   ი. ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2014.
როდის იქნა მიღებული „შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
„შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1104. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017300.
სად არის „შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №1104, 18.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017300 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2384769/